Stories

რატომ სჭირდება თხილამურს ან ბორდს სერვისი?!

18 December 2017

რატომ სჭირდება თხილამურს ან ბორდს სერვისი?! პასუხი მარტივია - თქვენ მიიღებთ მეტ სიამოვნებას სრიალისაგან!

  1. ნაკლებ ძალას ხარჯავთ სრიალის დროს, ნაკლები შანსია წაქცევის. კანტის პროფესიონალური გალესვა ხელს უწყობს კარგ მოჭიდებას გაყინულ თოვლზე, რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ ძალა და გავზარდოთ უსაფრთხოება სრიალის დროს.
  2. თხილამურისა და ბორდის ძირის  სერვისი ამარტივებს მანევრირებას და ზრდის სრიალის ხარისხს, ასევე საშუალებას მოგცემთ ბოლომდე შეიგრძნოთ სასრიალო ტრასა ნებისმიერ თოვლის საფარზე.

სრიალის წინ რეკომენდებულია  შეამოწმოთ თქვენი აღჭურვლობა, რათა სრიალი კომფორტული იყოს და ყველანაირი ხარვეზი თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ:

დაბლაგვებული ან დეფორმირებული კანტი:

თუ თქვენი თხილამურის ან ბორდის კანტი დეფორმირებულია მანევრის გაკეთება გაგიჭირდებათ და კანტს არ ექნება მოჭიდება, რაც უფრო შესამჩნევია ყინულზე ან მაგარ თოვლზე. მოგზაური + სერვისი საშუალებას მოგცემთ სწრაფად და ხარისხიანად აღადგინოთ კანტი.

დაზიანებული ძირი:

პატარა დაზიანებამაც კი შეიძლება უვარგისი გახადოს სათხილამურო ინვენტარი თუ დროულად არ ჩაუტარებთ სერვისს. ჩვენთან ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი თხილამურის (ბორდის) ძირი ახალს დაემსგავსოს.

ცვილის წასმა:

სრიალის დროს თხილამურის (ბორდის)  ძირის ზედაპირიდან ნელნელა იფხიკება ძველი ცვილი (ვაქსი) რის გამოვ იფიტება ზედაპირი და მცირდება სრიალის ხარისხი. სწორად შერჩეული და დატანილი ცვილი (ვაქსი) იცავს ძირს გამოშრობისგან და არ იკრავს თოვლს. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ცვილს (ვაქსს) და ძირის სარემონტო მასალებს, ხოლო გამოცდილი თანამშრომლები გაგიწევთ კონსულტაციას ტექნიკურ საკითხებში.