Stories

უნარები მთის ველოსპორტისათვის - გზამკვლევი [5]

28 November 2017

პედალაჟი მხოლოდ ფეხების ტრიალი არაა. მის დროს საჭიროების შემთხვევაში ძალასაც ვიყენებთ. ეს საჭირო დროს ასევე სწორი ხერხების გამოყენებაცაა სირთულეებისა და მთა-გორიანი ლანდშაფტების დასაძლევად.

გადაცემათა კოლოფი

ველოსიპედის გადაცემათა კოლოფი შესაძლებლობას გვაძლევს საკმაო ძალა გამოიყენოთ, რომ დავძლიოთ ნებისმიერი ციცაბო დაღმართი. ჩვეულებრივ მთის ველოსიპედს 3 ჯაჭვის რგოლი და 9 უკანა გადაცემა აქვს. თეორიულად სახეზე გვაქვს 28 გადაცემა (3X9), თუმცა ისინი ფარავენ ერთმანეთს:
30-კბილა ჯაჭვის რგოლი ამოძრავებს 15 კბილიან უკანა გადაცემას (პროპორცია 1:2) და შეესაბამება 36 რგოლიან ჯაჭვს (შუა ჯაჭვის რგოლი) ამოძრავებს 13-კბილა გადაცემას. ორივე შემთხვევაში ერთი პედალის წრიული ბრუნვა იწვევს ორი ბორბლის ბრუნვას.

შეინარჩუნეთ სწორი პოზა

გადაცემის ოპტიმალური გამართული ფუნქციონირებისათვის ჯაჭვი უნდა უსწორდებოდეს რამდენადაც შესაძლებელია უკანა გადაცემას, რომელიც მართულია ჯაჭვის რგოლით. ჯაჭვების მოძრაობა გარკვეულად შეზღუდულია და სწრაფად ცვდება ან ტყდება, თუკი არასწორად გამოიყენებთ. ცვეთის ეფექტი ძალიან ძლიერდება წვიმიან და ნესტიან პირობებში.

ოქროს წესი | Rule of thumb:

დიდი ჯაჭვის რგოლი ამოძრავებს 4 პატარა გადაცემას. შუა ჯაჭვის რგოლი ამოძრავებს ყველა გადაცემას, გარდა ყველაზე პატარა და დიდისა. პატარა ჯაჭვის რგოლი ამოძრავებს 4 ყველაზე დიდ გადაცემას.

ყოველთვის ატრიალეთ ფეხები

სწორია როცა გადაცემების გამოყენებისას პედალს ერთი და იგივე ინტენსივებით იყენებთ, მიხედავად იმისა, როგორ აღმართზე გიწევთ ასვლა. დამრეცი არ გიწყვიტავთ თუ როგორი ძალისხმევა გჭირდებათ მის დასაძლევად (თუმცა ძალიან ციცაბო ფერდობს ეს შეუძლია!). ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემების შეცვლისას უნდა სცადოთ, რომ ძალისხმევა სულ მუდამ თანაბარზომიერი გქონდეთ. ეს მკვეთრ აღმართზე ფეხების ტრიალს გააიოლებს, ხოლო გაართულებს სწორ ზედაპირზე ან დამრეცზე მანამ, სანამ თქვენი ძალისხმევის ზონაში მოხვდებით. სულ მუდამ უნდა გრძნობდეთ წინააღმდეგობას ფეხებქვეშ. თუ ეს ძალიან გეიოლებათ, იმას ნიშნავს, რომ ფეხების ტრიალზე უფრო მეტი ენერგია გეხარჯებათ, ვიდრე პედლებზე დაწოლაზე.

წამოდექით სკამიდან დამატებითი ძალისათვის

დგომა დამატებით ძალას მოგცემთ, რადგან მთელ თქვენს წონას იყენებთ, პედლებზე დასაწოლად. რადგან როცა დგახართ, უფრო მეტად იყენებთ ზედატანს და ეს მკვეთრად ზრდის თქვენს ძალისხმევასა და ღონეს. ძნელია დიდხანს შეინარჩუნოთ დგომა. ძალიან ციცაბო ფერდობზეც კი შეგიძლიათ იჯდეთ სკამზე. თუმცა კარგია, თუკი ხანდახან სკამიდან ადგებით რამდენიმე წამით და ნელა დააწვებით პედალს მთელი წონის გამოყენებით მძიმე გადაცემაზე - ეს დაგეხმარებათ განტვირთოთ ფეხები.

დამატებითი ძალის გამოყენება

ბევრია სიტუაცია, რომელიც ითხოვს დამატებითი ძალის რეზერვს. ასეთ დროს დაგჭირდებათ რამდენიმე წამით პედალს დამატებითი ძალით დააწვეთ, რომ დაძლიოთ გაუთვალისწინებელი დაბრკოლება. თუკი დასაწყისში უკვე აწვებით პედალებს ციცაბო აღმართზე ასასვლელად, ენერგია აღარ გეყოფათ სირთულის დასაძლევად. ეს შესაძლოა ერთი ან ორი ნაბიჯის გასავლელად გეყოთ, ან მხოლოდ ძნელი მონაკვეთის დასაძლევად. მაგალითად: ტიპური შეცდომაა, როცა დაღმართზე ეშვებით მაქსიმალური გადაცემით მომავალი აღმართისაკენ და შედეგად ეჯახებით აღმართს, რადგან გადაცემა ზედმეტად მაღალი იყო.

მუდმივად ცვალეთ გადაცემა

სულ მუდამ უნდა ცდილობდეთ, რომ ის გადაცემა იპოვოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ ერთიდაიგივე ინტენსივობით ტრიალებდეთ. ტექნიკური სვლისას შესაძლოა გადაცემა ყოველ 10 წამში ცვალოთ. უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ დროს გადახვიდეთ მსუბუქ გადაცემაზე, როგორც კი ისეთ დაბრკოლებას ან ზედაპირს შენიშნავთ, სიჩქარეს რომ შეგანელებინებთ. ეს შესაძლოა იყოს უცაბედი აღმართი, რამოდენიმე ქვა ან მკვეთრი მოსახვევი; ყველაფერი ეს კი შეგინელებთ სიჩქარეს ისე, რომ დაგჭირდებათ დაბალ გადაცემაში აღმოჩნდეთ, ადვილად რომ შეძლოთ პედალის გამოყენება.

რეკომენდაცია:

გადაცემათა რაოდენობა მუდამ მოცემულია მარჯვნიდან მარცხნივ ზრდად ციფრებში. გადაცემებში 1 არის ყველაზე დიდი რგოლი (უკიდურესი მარჯვენა) - 3 არის ყველაზე პატარა გადაცემა (უკიდურესი მარცხენა). კასეტისათვის 1 არის ყველაზე პატარა გადაცემა (უკიდურესი მარჯვენა) – 9 არის ყველაზე დიდი (უკიდურესი მარცხენა). სულ მუდამ უნდა აწვებოდეთ პედალს გადაცემის ცვლილებისათვის.

ნახატზე: გადაცემის თანამიმდევრობა

სავარჯიშო 1: ჯაჭვის სწორი პოზიცია

იპოვეთ მოსწორებული, სერიოზული დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ადგილი, სადაც ხალხი არ მოძრაობს, რადგან შესაძლოა სიარულისას ჯაჭვის ყურება დაგჭირდეთ.

  • დაიწყეთ დაბალი გადაცემით (3X9).
    დაიწყეთ ველოსიპედის ტარება და თანდათან შეცვალეთ გადაცემები გადაცემების გადართვის უკანა მექანიზმით (derailleur) 9 > 8 > 7 > 6.
  • ახლა კი შეცვალეთ ჯაჭვის რგოლი 3 > 2
  • პედალის გამოყენება უკვე რთულდება. ამიტომ შეამსუბუქეთ უკანა 2-დან შეცვალეთ გადაცემები 6 < 7 < 8
  • ახლა როცა კვლავ დაუბრუნდით დაბალ გადაცემას, შეგიძლიათ კვლავ მოუმატოთ სიჩქარეს. უკანა ბორბლით გადადით: 8 > 7 > 6 > 5 > 4 > 3 > 2.
  • ახლა გადადით დიდი ჯაჭვის რგოლზე 2 > 1
  • კვლავ შეცვალეთ 2 გადაცემა 2 > 3 > 4
    ახლა შეგიძლიათ დაასრულოთ  თანამიმდევრობა 4 > 3 > 2 > 1.
  • დაიწყეთ შენელება და დაიცავით ინვერსიული თანამიმდევრობა: წინ 1-დან 3-მდე და უკან 1-დან 9-მდე.

უნდა შეძლოთ ყველა ამ თანამიმდევრობით გაიაროთ 200 მეტრი.

სავარჯიშო 2: წინასწარი გათვლა

ეარჩიეთ გზა, სადაც შეგიძლიათ აკრიფოთ სიჩქარე და რომლის ბოლოსაც მკვეთრი დაღმართი გელოდებათ. აჩქარდით იმგვარად, რომ დაბალი სიჩქარე განავითაროთ - დიდი ჯაჭვის რგოლი და დაბალი გადაცემა (1X3). როგორც კი ფერდობს შეეჯახებით, დაიწყეთ გადაცემის შეცვლა, რათა იგივე სიმძლავრე შეინარჩუნოთ, რადგან ზემოთკენ უნდა გააგრძელოთ გზა. ეს სავარჯიშო გაიძულებთ სწრაფადვე გამოიყენოთ ადეკვატური სიჩქარე. შეწყვიტეთ სიჩქარეების გადართვა, როგორც კი კომფორტულად იგრძნობთ თავს იმით, თუ რა ძალასაც ხარჯავთ. თუკი ფერდობს ვერ იპოვით, მაშინ თავად შეარჩიეთ ის ადგილი, სადაც შეჩერდებით. აკრიფეთ მაქსიმალური სიჩქარე მანამ, სანამ მიუახლოვდებით მაქსიმალურ გადაცემას (1X1/2/3). დაიწყეთ შენელება და მონაცვლეობით ცვალეთ გადაცემები და დამუხრუჭება. თქვენი მიზანია მიაღწიოთ მოძრაობის შეწყვეტის იმ წერტილს, რომელსაც ყველაზე დაბალი გადაცემით შესძლებთ (3X6/7/8).